ხმაურია ახალქალაქის საოლქო კომისიაში, სადაც საარჩევნო უბნებიდან ოქმები შეაქვთ. მას შემდეგ, რაც ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა დეპუტატმა მეგი გოცირიძემ 40-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე გაყალბებაში დაადანაშაულა, პოლიცია გამოიძახეს. მანამდე ამავე ოლქში ენმ-ის წარმომადგენელმა თეონა ჭალიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ოლქის თავმჯდომარემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ოლქის თავმჯდომარის თქმით, მან 58-ე უბნიდან შემოსული ოქმი გადაარჩინა, რომლის დახევაც […]
↧