ახალქალაქი საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს შორისაა, სადაც ყველა არჩევნებზე იმარჯვებს ხელისუფლების ან მისი მხარდაჭერილი კანდიდატი. გამონაკლისი არც 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებია, სადაც სალომე ზურაბიშვილმა, ხელისუფლების მხარდაჭერილმა კანდიდატმა 59.46%-ით გაიმარჯვა. “აქ მუდმივად ასე ხდება, წინასაარჩევნოდ და არჩევნების დღესაც მუშაობის ისეთი მეთოდები აქვს ხელისუფლების მხარდამჭერ ადგილობრივ წარმომადგენლებს, სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვება გარდაუვალია. შეიძლება ითქვას, საქართველოს დემოკრატია ფუჭდება აქ”, – […]
↧