ტელეკომპანია “იმედი” ორიოდე დღის წინ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ჩვენ ვიმუშავებთ რეჟიმის [ენმ-ის] დაბრუნების წინააღმდეგ, ასე დააანონსეს არხის წარმომადგენლებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ საეთერო ბადის ცვლილება. ტელევიზიის ეს ნაბიჯი მაყურებლისათვის საკამათო გახდა, მედიის ანალიტიკოსების ნაწილისათვის კი, შეშფოთების საფუძველი. რას ნიშნავს “იმედის” ეს გადაწყვეტილება, როგორ ეწერება ის პოლარიზებულ მედიაგარემოში, შესაძლოა თუ არა “რუსთავი 2”-ისა და […]
↧