საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს (ოთხშაბათს) გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე უქმედ გამოცხადდება, ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზით ფიზიკურად ვერ შეძლებს საარჩევნო უბნამდე მისვლას საქართველოსა და საზღვარგარეთ. ნეტგაზეთი ესაუბრა არაერთ ადამიანს, რომლებისთვისაც არჩევნების ოთხშაბათს დანიშვნა პრობლემაა. მარი კორკოტაძე სურამშია რეგისტრირებული, თუმცა თბილისში ცხოვრობს. მარი 2 შვილს ზრდის […]
↧