საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების ძირითადი პრინციპებია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების I და განსაკუთრებით II ტურის ერთ-ერთ პრობლემად ოპოზიცია და სადამკვირვებლო ორგანიზაციები სწორედ ამ პრინციპების დარღვევას ასახელებენ, ხოლო მათი ნაწილი ამას შესაძლო ზეწოლად/მუქარად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე სხვადასხვა რეგიონებსა და დედაქალაქშიც არაერთ უბანში გამოიკვეთა ამომრჩევლის ნების კონტროლი, […]
↧