საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს კვლევას “ფემიციდის საქმეების განაჩენები – 2014“, სადაც აანალიზებს საქართველოში მოქმედი პირველი ინსტანციის სასამართლოების 12 განაჩენს ფემიციდის საქმეებზე. თითოეულ შემთხვევაში დანაშაული 2014 წელს არის ჩადენილი. კვლევის თანახმად, გაანალიზებულმა გამამტყუნებელმა განაჩენებმა ფემიციდის საქმეებზე ცხადყო, რომ სასამართლო და ბრალდების ორგანოები მნიშვნელოვანი ხარვეზებით მოქმედებენ ფემიციდის დანაშაულის იდენტიფიცირების, დანაშაულის მოტივის გამოკვეთის, კვალიფიკაციის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების განსაზღვრისა და დამნაშავისთვის სასჯელის შეფარდების დროს. კვლევაში აღნიშნულია, რომ […]
↧