ბანგლადეშის ერთ-ერთ სკოლაში 19 წლის ნუსრათ ჯაჰან რაფის ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. BBC-ის ინფორმაციით, ამ ფაქტამდე ორი კვირით ადრე ნუსრათ რაფიმ მისი სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ნუსრათ ჯაჰან რაფი ბანგლადეშის დედაქალაქიდან 160 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ ფენიდან იყო. ის მედრესეში სწავლობდა. 27 მარტს ნუსრათმა განაცხადა, რომ სკოლის დირექტორმა დაურეკა, სთხოვა მის კაბინეტში შესულიყო, […]
↧