თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე დარეგისტრირების მსურველი ორი კანდიდატი საარჩევნო კომისიამ კონკურსიდან მოხსნა. მერაბ ელიაშვილი და ინესა მერაბიშვილის განაცხადი კომისიამ ასაკობრივ ნიადაგზე არ დააკმაყოფილა. მიზეზად „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი დაასახელეს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. […]
↧