“1992 წლის 29 აგვისტოს ქალაქ სოჭში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების თაობაზე კონსულტაციები გაიმართა. რუსული დელეგაცია ექვსი წევრისგან შედგებოდა და მათ სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა. აფხაზურ მხარეს ვლადისლავ არძინბა და კონსტანტინე ოზგანი, ხოლო ქართულ მხარეს მხოლოდ თენგიზ კიტოვანი წარმოადგენდა. შეხვედრაზე მიიღეს ოქმი 1992 წლის აგვისტოდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე. მხარეებმა აიღეს პასუხისმგებლობა, არ დაეშვათ შესაძლო ინციდენტები და პროვოკაციები. […]
↧