თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, „ჩემო კარგოს ქარხანაში“ სტუმრობის შემდეგ 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, საავადმყოფოში მოხვდა მძიმე ინტოქსიკაციით, — ამბობენ დაზარალებულები. მათ თანახმად, კლინიკა ამბობს, რომ მოწამვლის მიზეზია სალმონელას ჩხირი, რომელიც ძირითადად ქათმის ხორციდან და კვერცხიდან გადადის. რესტორანი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ საეჭვო კერძები რეალიზაციიდან ამოღებულია, თუმცა სალმონელას ბაქტერია მხოლოდ ვარაუდია და ზუსტ შედეგებს ელოდებიან. […]
↧