ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა 700-მდე დევნილი ოჯახი. როგორც სამინისტრო იტყობინება, ბინების გადაცემის შედეგად თბილისში დაიხურა დევნილთა საცხოვრებელი 24 ნგრევადი ობიექტი. უწყებისვე ცნობით, თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. დამატებით 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები წლის ბოლოს გადაეცემა. […]
↧