„ოქროს გლობუსის“ 77-ე დაჯილდეობა 5 იანვარს ლოს-ანჯელესში გაიმართა. ჯილდოს გადასცემენ დამსახურებებისთვის კინემატოგრაფიისა და სატელევიზიო სფეროებში. სესილ დე მილის სახელობის საპატიო ჯილდო კინემატოგრაფში მიღწეული წარმატებისთვის მიიღო ტომ ჰენქსმა, ხოლო კეროლ ბერნეტის სახელობის საპატიო ჯილდო ტელევიზიაში მიღწეული წარმატებისთვის ელენ დეჯენერესს ხვდა წილად. ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის დრამის ჟანრში მიიღო „1917“-მა, ხოლო საუკეთესო კომედიად კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ დასახელდა. […]
↧