ვლადიმერ პუტინმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა, რომელმაც მისი განმარტებით, რუსეთში პარლამენტის როლის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი. რა გეგმა აქვს სინამდვილეში პუტინს და რას ნიშნავს ის საქართველოსთვის? რას გეგმავს პუტინი? 15 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისადმი მიმართვისას საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა – დეკლარირებულად მას სურს, სახელმწიფოს მართვაში გაიზარდოს პარლამენტისა და სახელმწიფო საბჭოს როლი. […]
↧