სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია 1919 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, თბილისის ქუჩებში მწყობრში მომავალი ათობით ქალი, რომელსაც ერთნაირი ტანსაცმელი აცვიათ და გაღიმებული უყურებენ გამვლელებს. ცოტამ თუ იცის, რომ ამ უკვე სიმბოლური ფოტოდან შემოგვცქერიან 1918 წელს შექმნილი სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ ქალი გიმნასტები. ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წელიწადში, საბჭოთა ხელისუფლება „შევარდენს“ ანტისახელმწიფოებრივად შერაცხავს და გააუქმებს. […]
↧