ინგა გრიგოლია ტვ “პირველის” დირექტორობიდან გადადგა. ამის შესახებ ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე ცნობით, მის თანამდებობას არხის მფლობელი ვატო წერეთელი დაიკავებს. გრიგოლია გადადგომის მიზეზად პროფესიული და ოჯახური ინტერესების “შეჯახებას” ასახელებს: “ბოლო პერიოდში, ჩემი საქმიანი და ჩემი ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს. იმის გამო, რომ ჩემთვის ყველაზე ფასეულია ჟურნალისტის თავისუფლება, როგორც დირექტორს, არასოდეს მიცდია ჩემი […]
↧