XX საუკუნის დასაწყისის თბილისში ექსპროპრიაციები თუ შეიარაღებული შეტაკებები აღარ წარმოადგენდა ახალ პრაქტიკას. ბეჭდური მედია თითქმის ყოველდღე გადმოსცემდა ამბებს ქალაქის სხვადასხვა უბანში მომხდარი ახალ-ახალი დანაშაულების შესახებ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებები “ცენტრის” დასახმარებლად და მეფის ხელისუფლების შესარყევად იყენებდნენ. თუმცა ძარცვა, რომელიც 1907 წლის ივნისში ბოლშევიკებმა ერივანსკის (ამჟამად, თავისუფლების) მოედანზე, […]
↧