თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედნის ტერიტორია გერმანული არქიტექტურული კომპანიის Graftlab პროექტით განხორციელდება. ინფორმაციას ამის თაობაზე თავად ორგანიზაცია GRAFT ავრცელებს. პროექტის ფარგლებში იგეგმება სასტუმროებს – “რედისონ ბლუ ივერიასა” და “რედისონ ტელეგრაფს” შორის არსებული 8000 კვ.მ-ის რეკონსტრუქცია. განახლებულ მოედანზე მოეწყობა ტერასები. შეიქმნება სავაჭრო და გასართობი ზონები, გაშენდება ე.წ. ჩაძირული ბაღებიც. კომპანიის თქმით, პროექტი ითვალისწინებს დედაქალაქის რელიეფს და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ […]
↧