გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში აღებული ბენზინის 252 სინჯიდან დადგენილ ნორმებს მხოლოდ ერთი ნიმუში ვერ აკმაყოფილებს. როგორც “ნეტგაზეთს” უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული ნიმუში გურჯაანში მდებარე ავტოგასამართ სადგურზე, “დომნა გურჯაანშია” აღმოჩენილი. მათივე ცნობით, საქართველოს მასშტაბით სინჯები 251 ავტოგასამართი სადგურიდანაა ამოღებული და ისინი კვლევისათვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიგზავნა. “ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, […]
↧