ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშები აღარ გაიფიცებიან. მუშები იმერეთის მეტალურგიული პროფკავშირის ორგანზიებით 9 მაისიდან უვადო გაფიცვას გეგმავდნენ. თუმცა, როგორც ისინი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებენ, ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლისა და დაშინების შედეგად გადაწყვიტეს, რომ გაფიცვა აღარ შედგება. კომპანიაში ზეწოლის ფაქტს უარყოფენ. როგორც მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე და საწარმოს თანამშრომელი კახა მაჩიტიძე აცხადებს, მუშების გაფიცვის შეჩერების ოფიციალურ […]
↧