უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, 22:00-დან 05:00 საათამდე, საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილება იზღუდება. ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განრიგიც. კერძოდ, თბილისის მერიის განცხადებით, დღეიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ. მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან.
↧