მანანა ქირია, დევნილი აფხაზეთიდან, 60 წლის “რაც სოხუმი დაეცა, იმის შემდეგ თბილისში ვართ. სულ ნაქირავებში, ერთი ბინიდან მეორეში, მეორედან მესამეში გადავდივარ. პირველად დევნილობის დახმარებასაც არ ვიღებდი, იმიტომ რომ, პირველ რიგში, ჯერ დაბრუნების იმედიც გვქონდა, მეორეც, თავიდან ისე არ გვიჭირდა, როგორც სხვებს. ჩემი ქმარი მეუბნებოდა, სხვებს ჩვენზე მეტად უჭირთ და ჩვენ არ ავიღოთო. არც იმის უფლებას […]
↧