“სომხეთი ორიენტირებულია ფართო და გრძელვადიან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე რუსეთის ფედერაციასთან, რაც გამომდინარეობს ორივე სახელმწიფოს გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობებიდან”, – განაცხადა მოსკოვში 7 აპრილს დაგეგმილ ვიზიტამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსთან საუბარში. “სომხურ-რუსული სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობები საკმაოდ მდიდარი და მრავალშრიანია. ისინი ეფუძნება ჩვენი ხალხების ისტორიულ სიახლოვეს და ეს ურთიერთობები არ არის დამოკიდებული მომავალ ვადამდელ არჩევნებზე. […]
↧