400-ლარანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდებს, 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა განაცხადეს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოილაპარაკეს. ბრალდებულებმა თქვეს, რომ ბრალს აღიარებენ და ეთანხმებიან საპროცესო შეთანხმების პირობებს. საპროცესო შეთანხმების პირობებით, ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, რაც ამნისტიით 2,5 წელი გახდა. […]
The post ოკრიბელაშვილს და მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ appeared first on Netgazeti.