ბრიტანული ჯგუფის, “ბითლზის” წევრის, ჯონ ლენონის მკვლელობაში ბრალდებულ მარკ ჩეპმენს შეწყალებაზე მეცხრედ ეთქვა უარი. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჩეპმენმა შეწყალების კომისიას უთხრა, რომ აცნობიერებს, მის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარ განზრახული, ეგოისტური და ბოროტი ქმედება იყო. შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით, 61 წლის ჩეპმანს შეწყალებაზე ამჯერადაც უარი ეთქვა. საკუთარი გადაწყვეტილება კომისიამ ორი ფაქტით გაამყარა: დანაშაული წინასწარი განზრახვით იყო ჩადენილი […]
↧