განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეროვნული გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის აწევის ინიციატივით გამოდის იმ არგუმენტით, რომ უფრო მცოდნე ხალხი წავიდეს უმაღლესი განათლების მისაღებად. მსოფლიო ბანკის მონაცემებით კი, საქართველოს უმაღლეს განათლებაში მონაწილეობის მაჩვენებელი 2013 წელს მხოლოდ 35%-ია. არსებული ბარიერები ტოვებს თუ არა დიდ რისკს იმისთვის, რომ აბიტურიენტმა შემთხვევით გადალახოს ზღვარი? ვინ უნდა მიიღოს ბარიერის აწევის შესახებ გადაწყვეტილება? […]
↧