ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტი „ჰარვონი“ უკვე საქართველოშია. “ჰარვონი”ძვირადღირებული მედიკამენტია და იგი “სოფოსბუვირის” მსგავსად კომპანია „გილეადმა“ საქართველოს მოსახლეობას უფასოდ გადმოსცა. “ჰარვონი” ორი პრეპარატის – “სოფოსბუვირისა” და “ლედიპასვირის” კომბინაცია, რომელიც, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. კერძოდ, განსხვავებით სოფოსბუვირისგან, მას გამონაკლისი შემთხვევების გარდა კომბინირებული მკურნალობა სხვა მედიკამენტებთან ერთად ნაკლებად ესაჭიროება. […]
↧