დღეს, 7 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ საშობაო ლიტურგია მორწმუნეებით სავსე სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა, რომელიც ტრადიციულად რამდენიმე საათს გაგრძელდა. საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები და მთავრობის წევრები დაესწრნენ. სამებაში ქრისტეს შობისადმი მიძღვნილ ლიტურგიას ასევე ესწრებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის, თბილისის ყოფილი […]
↧