სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას და მოუწოდებს მას მიიღოს ზომები საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ომბუდსმენის განცხადებით, ბაზარზე არსებული სათამაშოები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად შეიქმნას კონტროლის მექანიზმი. არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში […]
↧