9 მაისს თბილისში, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. პარკში დილიდან იკრიბებოდნენ ომის ვეტერანები. მოქალაქეები და სახელმწიფო პირები. პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალს ყვავილებით ამკობდნენ. მემორიალთან მივიდნენ მინისტრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, რუსი ბაიკერები “ღამის მგლებიდან.” ასევე, პარკში “უკვდავი პოლკის” მსვლელობაც მოეწყო.
↧