აჭარაში დაახლოებით 800 ეთნიკური უკრაინელი ცხოვრობს. მათი გარკვეული ნაწილი თავს ქართველადაც კი მიიჩნევს. ნაწილი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას ცდილობს, ხოლო ის უკრაინელები, რომლებიც შერეულ ოჯახებში დაიბადნენ, მიიჩნევენ, რომ მულტიკულტურული სამყაროს ნაწილი არიან. ანჟელა ბოლოგან 21 წლისაა, სტუდენტია საზღვაო აკადემიაში, ბიზნეს ადმინისტრირებას და მართვას სწავლობს. ოთხი წელია რაც ბათუმში ცხოვრობს, მანამდე კი თავის უკრაინელ ბებიასთან ფოთში იზრდებოდა. […]
↧