სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან მკურნალობის მიზნით თბილისში ჩამოსულ პაციენტთა რაოდენობა, აფხაზი პაციენტების მსგავსად, ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ 2017 წლის იანვრიდან- ივნისამდე სამკურნალოდ 322 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვი ჩამოვიდა. მათ მკურნალობაზე კი ამ პერიოდში საქართველოს ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე [898, 852] დაიხარჯა. 2015-2016 წლების სტატისტიკა კი ასეთია: […]
↧