მოწყობილობა Treepex, რომელიც ინტერნეტში ერთი თვის წინ გავრცელებული ვიდეორგოლის მიხედვით, მომხმარებელს სუფთა ჰაერით სუნთქვაში უნდა დახმარებოდა, ხეების დარგვის ონლაინ პლატფორმა აღმოჩნდა. კამპანიის ავტორების, ბაჩო ხაჩიძისა და ლაშა კვანტალიანის თქმით, პლატფორმა ბორჯომის ხეობის ტყის აღსადგენად შეიქმნა და იმისთვის, რომ იდეას ემუშავა, საჭირო იყო ყურადღების მიქცევა. სწორედ ამისთვის შექმნეს ვიდეო, რომელშიც აანონსებდნენ ისეთი მოწყობილობის გაყიდვას, რომელიც მომხმარებელს […]
↧