პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით საჯარო მოხელეების სახელფასო დანამატის ზღვარი დგინდება და ის წლიური შემოსავლის 20% იქნება. რაც შეეხება ფულად ჯილდოს, კანონი აქაც ზედა ზღვარს აწესებს. ფულადი ჯილდოს შემთხვევაში ზღვარი წლიური შემოსავლის 10%-ია. თუ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა, 2018 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება. გამონაკლისია მთავრობა, რომლისთვისაც კანონი 2021 წელს შევა ძალაში. კითხვაზე, რატომ მოხდა მთავრობისთვის გამონაკლისის დაშვება, […]
↧