დღეს, 23 ნოემბერს, ერევანში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კოალიციამ “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” აქცია გამართა. აქციის მიზეზი ოჯახში ძალადობის კანონპროექტის ახალი სახელწოდება და მასში გამოყენებული ტერმინოლოგიაა. “კანონპროექტი შეიცავს ისეთ ბუნდოვან ტერმინოლოგიას, როგორიცაა ოჯახში თანხმობის ატმოსფერო, ტრადიციული ღირებულებების დაცვა”, – ამბობს ზარა ჰოვანისიანი, კოალიციის ხელმძღვანელი. “პრობლემატურია, რომ პროექტი თავისი არსით პიროვნების დაცვიდან ოჯახში სოლიდარობამდე მიდის”, – […]
↧