უკრაინელი სამხედრო პილოტისა და რადას წევრის, ნადია სავჩენკოსადმი სოლიდარობის ნიშნად კიევში, რუსეთის საელჩოს წინ 2,000-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციაზე შეკრებილები სავჩენკოს დაუყონებლივ გათავისუფლებასა და უკრაინაში დაბრუნებას მოითხოვდნენ. ნადია სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის მკვლელობა ედება. ნადია სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. ის რუსმა […]
↧