თბილისში, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე სარვამარტო მსვლელობით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და მოქალაქეებმა ქალთა შრომითი უფლებების დაცვა მოითხოვეს. მსვლელობა პარლამენტის შენობასთან შეუერთდა აქციას, სადაც მოქალაქეები პარლემენტისგან გენდერული კვოტირების კანონის მიღებას ითხვდნენ. მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ორგანიზაციები: „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“, “ახალგაზრდა მწვანეები”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, “ქალის მზერა”, “ვეგან ჯორჯია”, “ლგბტსაქართველო”, “ანარქაფემინისტები”, “რადიკალი ლესბოსელების ჯგუფი” და „ადამიანის უფლებების სწავლებისა […]
↧