ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში დროებით მცხოვრები ქალების დასაქმებასა და ფინანსურ გაძლიერებაში ხელშეწყობის მიზნით, “ქალთა ფონდი საქართველოში“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს. გამოფენა-გაყიდვა და აუქციონი, რომლებიც 1 და 2 მარტს გაიმართება, კამპანიის, სახელწოდებით “თავშესაფარს მიღმა” ნაწილია. “ქალთა ფონდის” ცნობით, შეგროვილი თანხით აღიჭურვება თავშესაფრის სამზარეულო საჭირო პროფესიული ტექნიკით, რაც იქ მცხოვრებ ქალებს საშუალებას მისცემს, გამოცდილი შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით გაიარონ […]
↧