დღეს, 14 მარტს, თავისუფლების მოედანზე დიდი ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგოდ აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა შეკრება “აზიის განვითარების” ბანკის ოფისთან 13:00 საათიდან დაიწყეს. აქციის “არა საქართველოს დატბორვას! არა ჰესომანიას!” მონაწილეები აპირებენ გამართონ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის შენობისკენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, აპროტესტებენ სვანეთში და რაჭაში იმ ჰესების მშენებლობას, რომლებიც გარემოსა და ადგილობრივ მცხოვრებლებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. […]
↧