ყველაზე ბედნიერი ქვეყნების 2015-2017 წლების რეიტინგში 156 სახელმწიფოს შორის საქართველომ 128-ე ადგილი დაიკავა. კვლევა 14 მარტს გამოქვეყნდა. საუკეთესო მაჩვენებელი 10 ქულა იყო, ყველაზე დაბალი კი – 0. საქართველომ 4.340 ქულა დააგროვა. რეიტინგი 7 კომპონენტისგან შედგება: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე; სოციალური მხარდაჭერა; ჯანმრთელად ცხოვრების ხანგრძლივობა; ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება; ხელგაშლილობა/სიუხვე; კორუფციის აღქმა; დისტოპია და საშუალო ცდომილება. […]
↧