მარში ჩვენი სიცოცხლისთვის – ამ სახელწოდების აქციები დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. მარში პასუხია 2018 წლის 14 თებერვალს, ფლორიდაში, სკოლაში მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. აქტივისტები და სტუდენტები ითხოვენ, რომ მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება გახდეს პრიორიტეტული და დასრულდეს შეიარაღებული ზალადობა და მასობრივი მკვლელობები სკოლებში.
↧