ოჩამჩირე ერთსართულიანი ქალაქია. გარეუბნიდან ქალაქის ცენტრამდე ერთსართულიანი სახლებია ჩამწკრივებული, მოვლილი ბაღებითა და პატარა ბოსტნებით. თუმცა, ამ სახლების ნახევარზე მეტი დაცარიელებულია. ერთ დროს ხალხმრავალი მრავალეროვანი ქალაქიდან ძირითადად, ნანგრევებია დარჩენილი. ამის მიუხედავად, ოჩამჩირეში ცხოვრება გრძელდება – ოჩამჩირეს ცენტრში ადმინისტრაციული შენობა, კულტურის სახლი, ახალგაზრდული ცენტრი გარემონტდა. თუმცა ოდესღაც ამ სავაჭრო ქალაქს უწინდებური ენერგია აღარ შერჩა. ახლა შუადღეა, შაბათი. […]
↧