გერმანიაში მცხოვრებმა მეგი სტემპენმა პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვეობაში დაღუპული 23 ქართველი მეომრის საფლავები იპოვა, რომელთა ნაწილი საბჭოთა ხელისუფლებამ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნია. მეგი სტემპენი მათ შთამომავლებთან დაკავშირებას ცდილობს. გერმანიასა და პოლონეთში მიკვლეული საფლავები ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მეომრებისაა, რომელთა ნათესავებს საბჭოთა კავშირმა განუცხადა, რომ ისინი უგზო–უკვლოდ დაიკარგნენ. “დაიკარგა უგზო–უკვლოდ 1943 […]
↧