საქართველოს მთავრობა სპორტულ აქტივობებში ჩართულთა რაოდენობის გასაორმაგებლად ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესწავლას და გაზრდას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. პრემიერის თქმით, დღეიდან, 3 წლის განმავლობაში, მთავრობა გეგმავს გააორმაგოს სპორტულ აქტივობებში ჩართულ ადამიანთა მაჩვენებელი. კვირიკაშვილის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უმაღლესი პრიორიტეტია. ამის […]
↧