საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 24-25 და 26 მაისს, თბილისში, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს. მერიაში აცხადებენ, რომ 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება თბილისში, ბარათაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით, ხოლო კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან მოძრაობა ნებადართული იქნება […]
↧