დასაქმებულების პროტესტის შემდეგ სახელმწიფო ქვემო ქართლში, დაბა ბედიანში ფსიქიატრიულ კლინიკას აღარ ხურავს, თუმცა პაციენტების დიდი ნაწილი მაინც გადაჰყავთ სხვადასხვა დიდ ინსტიტუციაში, — ბედიანში ბენეფიციარების მხოლოდ ნაწილს ტოვებენ. ფსიქიატრიული კლინიკის ნაცვლად იქ აღარც სახელმწიფო ნარკო-რეაბილიტაციის ცენტრის გახსნა იგეგმება. ეს მას შემდეგ, რაც ამ გეგმის წინააღმდეგ გამოსულმა დასაქმებულებმა კლინიკის ჭიშკარი მორებით ჩახერგეს და სამინისტროს პაციენტები არ გააყოლეს. […]
↧