საქართველოს მოქალაქე ნიკოლო ღვინიაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს საქართველოს უარს გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე. ღვინიაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად იცავს. როგორც საია აცხადებს, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. სამედიცინო დაწესებულების მიერ 2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ნიკოლოს სამედიცინო დიაგნოზია “ტრანსსექსუალიზმი”. […]
↧